საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეულმა აღმასრულებელმა საბჭომ პირველი სხდომა გამართა

20 დეკემბერი 2013

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, რომელიც ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა პირველი სხდომა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ადვოკატთა ასოციაციის სამომავლო გეგმები, მოისმინეს კოლეგების მოსაზრებები ასოციაციის განვითარების შესახებ და აღინიშნა, რომ ასოციაციის განვითარება და პროფესიული წინსვლა წარმოადგენს მთავრ სტრატეგიულ მიზანს. 

 

სხდომაზე აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის გადანაწილდა საქმიანობის სფეროები და კომპეტენციები. სისხლის სამართლის კომიტეტი, სამოქალაქო სამართლის კომიტეტი, ადმინისტრაციულ საქმეთა კომისია, კომერციული სამართლის კომისია, ადვოკატის უფლებების დაცვის კომისია, პროფესიული ეთიკა/დეონტოლოგია, უფასო იურიდიული დახმარება, პროფესიული ჟურნალის,  რეგიონული ოფისების განვითარება, სოციალური დაცვა, წამახალისებელი და კულტურულ–სპორტული ღონისძიებები, ჯანმრთელობის დაზღვევა, საერთაშორისო ურთიერთობები, სასწავლო ცენტრის განვითარება, ეს ის მიმართულებებია რაც წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის პრიორიტეტებს.

 

აღმასრულებელი საბჭო კოლეგიალურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას, რომელიც შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან თერთმეტს ირჩევს ადვოკატთა საერთო კრება 4 წლის ვადით. ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი